მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის პრემიერის თვითმფრინავში ფრენისას ხანძარი გაჩნდა

5dbfe337dc7e7
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 12:35
710

თვითმფრინავში, რომლითაც იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე ტაილანდში მიფრინავდა, ხანძარი გაჩნდა. იაპონური მედიის ცნობით, შემთხვევა Boeing 777-300ER-ის უკანა ნაწილში მოხდა. კერძოდ, სამზარეულოში, მაშინ როდესაც სკავების მომზადებას ცდილობდნენ, ღუმელი აფეთქდა.


ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. ეკიპაჟის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოახერხეს. ფრენის გეგმა აღნიშნულის გამო, არ შეცვლილა. იაპონიის პრემიერი შინზო აბე ბანკოგში მიფრინავდა, სადაც გუშინ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი დაიწყო.  



აღსანიშნავია, რომ იაპონიის საჰაერო ძალების მფლობელობაში მყოფი თვითმფრინავი ექსპლოატაციაშია აპრილიდანაა. მანამდე იაპონიის მთავრობა Boeing 747-ს იყენებდა.

 

შეგახსენებთ: 2018 წლის ნოემბერში თვითმფრინავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა არგენტინაში G20 სამიტის გახსნის ცერემონია გამოტოვა. Airbus A340-ის ტექნიკური ხარვეზის გამო, მერკელი და დელეგაციის სხვა წევრები იძულებული გახდნენ ნიდერლანდებში დამსხდარიყვნენ. კანცლერმა სხვა ლაინერით მადრიდამდე იფირნა, იქიდან კი, ბუენოს-აირესში Iberia-იის კერძო ფრენით გაემგზავრა.