მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC: სასწაული იქნება, თუ 2020 წელს მშპ-ის ზრდა 4%-ს მიაღწევს

5d921f3bab095
სალომე მეცხვარიშვილი
30.09.19 21:40
1222
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი არ ეთანხმება მთავრობის პროგნოზს, რომ მომდევნო წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ეს პროგნოზი მთავრობას 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აქვს ჩაწერილი.

ფადი ასლი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, 4% იქნება 2020 წელს ეკონომიკური ზრდა, თუ 5%, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია.

"პირადად, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკა შენელდება, რამდენადაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. დღეს ეკონომიკური ზრდა 4,5%-ია და საქართველოს მსგავს ქვეყანაში თუ ეკონომიკური ზრდა არ არის 8-9%, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვკვდებით.

ძალიან გავოცდები, თუ 2020 წელს ეკონომიკური ზრდა 3.7%-ს მიაღწევს. ჩვენი აზრით, სასწაული იქნება, თუ მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ს მაინც მიაღწევს. ასე რომ ვფიქრობ, 5% მაღალი მაჩვენებელია", - აცხადებს ფადი ასლი.