კომპანია ICR უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მარტის თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 2%-ს სპეციალურად შექმნილ დახმარების ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ მედიასთან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თანხა დაახლოებით 150 000 ლარს გადააჭარბებს და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დახმარება აპრილის თვეშიც გაგრძელდება.
„კომპანიის 30-წლიანი არსებობს განმავლობაში ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ აფხაზეთისა და ოსეთისთვის ომები გამოვიარეთ, უკრაინა კი ყოველთვის საქართველოს გვერდზე იყო. ახლა საქართველოს ბრძოლის ხაზიც უკრაინაში გადის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მარტის რეალიზაციის 2% - 150 000 ლარზე მეტი უკრაინის დახმარების ფონდში გადავრიცხოთ, საჭიროების შემთხვევაში ეს აპრილშიც გაგრძედლება. ამასთან, ჩვენს ასივე ობიექტზე უკრაინის დროშები გაჩნდება.
მოვუწოდებ ყველა ბიზნესწარმომადგენელს ანალოგიური ნაბიჯი გადადგან და თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“ - აცხადებს კახა ხაზარაძე.
ინფორმაციისთვის, კომპანია ICR ქართულ ბაზარზე უკვე 30 წელია, რაც ოპერირებს. კორპორაცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელებს, კვების ობიექტებსა და სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ აერთიანებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი