"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდოობის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი -23.16%-ით გააუარესა.
როგორც ანგარიშის წარდგენისას IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ არის შემცირებული.
„სამწუხაროდ, მთავრობის ადმინისტრაცია 2019 წლის ინფორმაციის თავისუფლების ანგარიშში გაუარესების მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს, უწყებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითქმის 2-ჯერ არის შემცირებული. ამიტომაც მნიშნელოვანია, რომ ამ უწყებამ, რომელიც უნდა იყოს მაგალითი საჯარო დაწესებულებებისთვის, რეალური ნაბიჯები გადადგას, და არა მხოლოდ თავისი მაჩვენებელი გააუმჯობესოს, არამედ წარმოადგინოს ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი“, - განაცხადა IDFI-ის დირექტორმა.
ამასთან 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ყველაზე მეტად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ფინანსთა სამინისტრომ (+30.63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%) გააუმჯობესა.
2019 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი IDFI-მ 284 საჯარო დაწესებულების და 6 240 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე შეაფასა. ანგარიში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით მომზადდა.
ცნობისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს 2010 წლიდან ახორციელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი