მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ს რეკომენდაციების შესასრულებლად ერთადერთი, რაც საჭიროა - პოლიტიკური ნებაა"- გიორგი კლდიაშვილი

643ce78e8fe49
მარიამ იზორია
17.04.23 21:40
556
სამოქალაქო საზოგადოების 100–ზე მეტი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

რამდენად არის რეალური პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში? - თემაზე BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს.

როგორც გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რუსული ე.წ აგენტების შესახებ კანონის ინიცირებამ ყველას დაანახა, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველოს ხელისუფლება. მისივე განმარტებით, EU-ს 12 რეკომენდაციის შესასრულებაში სირთულე არ არსებობს და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

“მოსამართლეების დანიშვნა, მაშინ როცა საუბარი იყო თავი შეგვეკავებინა ასეთი ოდიოზური ფიგურების დანიშნვისგან, ამავდროულად რუსული კანონის ინიცირება, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის და ამაზე ღიად საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ყველას აჩვენებს, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველოს ხელისუფლება.

მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება სასწაულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების მიმართულებით რეფორმებს გაატარებს - ამის მოლოდინი არ არსებობს, მაგრამ იმას მაინც ნუ დავაზიანებთ, რის საფუძველზეც ევორპის კავშირის კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებთ.

რეკომენდაციების შესასრულებლად ერთადერთი, რაც საჭიროა, პოლიტიკური ნებაა. დანარჩეი ტექნიკური საკითხია. არსებობს პოლიტიკური ნება? - ყველა რეკომენდაცია ერთ თვეში შესრულებადია. აქ საუბარია მხოლოდ სურვილზე” - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები