მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ტელევიზიების/ რადიოების სარეკლამო შემოსავლები შემცირების მიზეზი აზარტული კომპანიების რეგულაციებია

62f20f6a459c9
მარიამ ვარადაშვილი
09.08.22 15:06
859
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, II კვარტალში ტელევიზიების და რადიოების ჯამური შემოსავალი 17.5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები გახდა.

კომისიის ცნობითვე, 2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია.

სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში მარტიდან შევიდა. კომისიის ცნობითვე, რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ.

2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 67.4% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 21.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-ით არის გაზრდილი.