მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში საქართველოში 23.6%-ით ნაკლები უცხოური ინვესტიცია ჩაიდო

5fd0761362ddb
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 11:18
739
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

საქსტატის მონაცემებით, ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. რეინვესტიციებმა წლის მესამე კვარტალში $133 მილიონი დოლარი შეადგინა, კომპანიების მხრიდან საგარეო საკრედიტო ვალდებულებების აღება კი $71.7 მილიონი იყო.

საფინანსო სექტორში ინვესტიციებმა 20%-ით იმატა და მან 2020 წლის მესამე კვარტალში $128 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, ეკონომიკის სექტორებში ინვესტიციების მოცულობა ასეთი იყო:

საფინანსო სექტორი - 128,3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 20%
ენერგეტიკა - 37,1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -25%
დამამუშავებელი მრეწველობა - 36,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -27%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - 31,0 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 117%
უძრავი ქონება - 20,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -44%
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 8,8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -72%
სასტუმროები და რესტორნები - 7,9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -78%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - 2,7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 48%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 1,6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 31%
მშენებლობა - -8,1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -53%
დანარჩენი სექტორები - 35,9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -57%

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების სია ასეთია:

1 გაერთიანებული სამეფო - 117,7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45%
2 ნიდერლანდი - 79,3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 51%
3 აშშ - 24,2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -35%
4 იაპონია - 15,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4%
5 პანამა - 14,6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9%
6 არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 9,7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 127%
7 ლუქსემბურგი - 8,3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -56%
8 თურქეთი - 7,8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -138%
9 ჩეხეთი - 5,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -57%
10 რუსეთი - 5,3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -78%

FDI-ის სტატისტიკაში მოხვდა პანამის ოფშორული ზონაც, რომელსაც მსხვილი ქართული კომპანიები რეინვესტიციებისთვის იყენებენ. პანამის მსგავსად ქართული კომპანიები რეინვესტიციებისთვის იყენებენ ლუქსემბურგს, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებსაც.