მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნი სტუდენტური საცხოვრებლის ასაშენებლად ორ ტერიტორიას სწავლობს

638c74f7e44f9
BM.GE
04.12.22 14:06
1264
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის შესაძლებლობას ორ ტერიტორიაზე სწავლობს. BMG-ის უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მარეგულირებლებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ამ პროექტზე და ორი ტეროტორია უკვე შერჩეულია, მათგან ერთი თემქაზე, მეორე კი ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს. 

ჯერჯერობით უცნობია, რომელ მათგანზე გადაწყდება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ასევე უცნობია როდის გამოცხადდება ტენდერი და რამდენ სტუდენტზე იქნება გათვლილი ახალი ნაგებობა. 

სახელმწიფო უნივერსიტეტების მხრიდან ახალი საერთო საცხოვრებლების მშენებლობასთან დაკავშირებით ნოემბრის ბოლოს განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ამ მხრივ უნივერსიტეტები სხვადასხვა ქონების პრივატიზების და მიღებული ფულით მშენებლობების დაფინანსებასაც განიხილავენ.

„გარკვეული რესურსი ნამდვილად არსებობს, რადგან უნივერსიტეტებს ბალანსზე ძალიან ბევრი ქონება აქვთ, რომელსაც სასწავლო პროცესში არ იყენებენ. შესაძლებელია მათი პრივატიზაცია და ამ ფულით სხვა პრიორიტეტების დაფინანსება. მე რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან სტუდენტების დაფინანსების შესახებაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას ახორციელებს, სხვა მიმართულებით დაფინანსება კი გათვალისწინებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები