საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 62% იქნება.
ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა The CheckPoints-ის წამყვან ელენე კვანჭილაშილთან ესკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვალის მოცულობა მომავალ წელს მშპ-ს 62% იქნება. აქ მთავარია ორი ფაქტორის გათვალისწინება. პირველი - პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ვალი ძირითადად არის დოლარში ან ევროში; მეორე - ის დაფინანსებაა, რომელიც ხელისუფლებამ მოიზიდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. აქ მთავარი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ ალბათ ის არის, რომ ვალის ზრდა ავტომატურად ხარჯვის ზრდასაც არ ნიშნავს. მთავრობა დეპოზიტებსაც ავსებს. თუ გავითვალისწინებთ ამ დეპოზიტებს, იარსებებს ბუფერი იმ შემთხვევისთვის, თუკი უფრო ნეგატიური რისკები გააქტიურდება”, - განაცხადა IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის: ინტერვიუს სრულ ვერსიას 15 ნოემბერს, 22:00 საათზე გადაცემა The CheckPoints-ში ნახავთ.
IMF-თან შეთანხმებით, 2020 წელს მთავრობა სახელმწიფო ვალს მშპ-ის 60%-მდე ზრდის