მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ტრამპს დემოკრატებმა ორი ბრალდება წაუყენეს

5defd5dbdbe50
BM.GE
10.12.19 21:17
1024
დემოკრატებმა დონალდ ტრამპს ბრალდებები წაუყენეს. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერს ბრალდებები წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა წაუყენა. კერძოდ, ტრამპს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლა.

რესპუბლიკელ პრეზიდენტს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უკრაინის მუქარაში ადანაშაულებენ. თუმცა, თავად ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე პროცესს „სიგიჟეს“ უწოდებს.

თუ იურიდიული კომიტეტი დაამტკიცებს აღნიშნულ ბრალდებებს, რომელიც კვირის ბოლოს უნდა მოხდეს, შემდეგ ბრალდებები სენატმაც უნდა დაამტკიცოს. სენატში კი შესაბამისი პროცედურა სავარუდოდ, იანვრის დასაწყისში შედგება.