მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორებთან კოორდინაციაში ვართ, მომარაგების კუთხით შეფერხება არ არის - მინისტრი

6229992f69a73
BM.GE
10.03.22 10:28
551
„არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის შეხვდა იმპორტიორებს და ძირითად მომწოდებლებს და ამის თქმის საფუძველს სწორედ მათთან შეხევდრა აძლევს.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს. არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის და სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი სავაჭრო ქსელების დახლებიდან შაქარი, მარილი და ზეთი ფაქტობრივად გაქრა. მოქალაქეები პროდუქტს იმარაგებენ.