მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სულ ერთი სტუდენტი რომ დარჩეს, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ" - შვეიცარიული აგრარული სკოლის გეგმები

64b670a56f745
სალომე ხიდურელი
19.07.23 09:30
3715
საქართველოში არაერთი მეწარმე თუ ბიზნესმენი, ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს. ეს პრობლემა ასევე მწვავედ დგას სოფლის მეურნეობაშიც - სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა, დმანისში შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ გახსნა, სადაც სწავლა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო და სტუდენტებს პროფესიულს წავლებას ორმხრივი, „სწავლა-კეთების“ მეთოდით სთავაზობს. სვიმონიშვილის თქმით, სკოლა უახლოეს 10 წელიწადში მასწავლებლების გადამზადების ხელშეწყობას, სამეცნიერო ლიტერატურის სასკოლოდ ადაპტირებასა და 200-მდე კვალიფიციური კადრის გაზრდას გეგმავს.

„5 წლის წინ წავაწყდი შვეიცარიაში მოგზაურობის დროს სკოლას “პლანტაჰოფს”, რომელიც დღეს ჩვენი პარტნიორია და მაშინ, როგორც კი ისტორია ვნახე "პლანტაჰოფის" და გავეცანი პროფესიული განათლების სისტემას შვეიცარიაში, მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა პროფესიული სასწავლებლების განვითარება. 15 წლის წინ დავიწყე ეს ფიქრი და შეიძლება ითქვას, რომ ახლა იდგამს ფეხს.

ამ სკოლას აქვს ძალიან შორსმჭვრეტელი მიზნები, ჩვენ ვამბობთ, რომ სულ ერთი სტუდენტი რომ დარჩეს, ვთქვათ წელს ან მომავალ წელს, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენც ვსწავლობთ, ჩვენც ვვითარდებით, ჩვენც ვხედავთ ჩვენს შეცდომებს. მაგრამ რაღაცებს დრო სჭირდება გამოსწორებისთვის. შრომის კულტურა გვაქვს მისაღები, რომელიც არ ეხება მხოლოდ მესაქონლეობას, ფერმერობას ან ყველის წარმოების ქარხანას. ეს არის ძალიან დიდი პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ ამაყები, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ამ სკოლაში“, - ამბობს მიხეილ სვიმონიშვილი.

ცნობისთვის, შვეიცარიული სკოლა „კავკასია“ დმანისში 2021 წელს 13 მლნ-იანი ინვესტიციით გაიხსნა და სასწავლო შენობასთან ერთად ფერმასა და ყველის ქარხანასაც აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები