მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორთა კავშირი: ბიტუმის იმპორტი 34%-ით შემცირდა, მიზეზი covid-19-ია

5f607b927946e
ინგა მურუსიძე
15.09.20 13:25
723
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში 15,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან (16,1 ათასი ტონა) შედარებით და 11,9 ათასი ტონით ანუ 43,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (27,5 ათასი ტონა) შედარებით.

„აქედან იმპორტის 64,1% (10,0 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 32,1% (5,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, 3,8% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 72,9 ათასი ტონა, რაც 37,6 ათასი ტონით ანუ 34%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (110,5 ათასი ტონა) შედარებით.  აქედან იმპორტის 60,4% (44,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 22,2% (16,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 10,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 4,4% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი - 1,2% (0,9 ათასი ტონა), თურქეთი - 1,1% (0,8 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 03% (0,2 ათასი ტონა)“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია Covid 19 - ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არ ხდება სანავთობო ბიტუმის იმპორტი, რომელიც თავის მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში  ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი იყო.