მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოელი CEO დამწყებებს დღეში 18-საათიან მუშაობას ურჩევს

630f95d98c608
თამთა ჯიჯავაძე
01.09.22 00:14
2970
ინდოელი ბიზნესმენი და Bombay Shaving Company-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შანტანუ დეშპანდე ახალდასაქმებულებისთვის 18-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის რჩევისთვის მკაცრად გააკრიტიკეს. როგორც BBC წერს, ინდოელმა CEO-მ დამწყებ თანამშრომლებს ურჩია კარიერის პირველ ეტაპზე - 4-5 წლის განმავლობაში დღეში 18 საათი იმუშაონ. მან ასევე მოუწოდა ახალგაზრდა დასაქმებულებს სამსახურს „ეთაყვანონ“.

აღნიშნულს სოციალურ ქსელებში მკაცრი კრიტიკა და აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შანტანუ დეშპანდე „ტოქსიკური სამუშაო კულტურის“ წახალისებას ცდილობს.

ცნობისთვის, ინდოეთს მკაცრი შრომის კოდექსი აქვს, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა კოდექსი მკაცრად იყოს დაცული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Infosys-ის თანადამფუძნებელი, ნარაიანა მერთიც გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ლოქდაუნების შედეგად შენელებული ეკონომიკის აღსადგენად, 2-3 წლის განმავლობაში ინდოელებს კვირაში მინიმუმ 64 საათი უნდა ემუშავათ.