მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთმა აზიის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობაზე უარი თქვა

5dc125fb42454
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 23:23
1273

აზიის 15 ქვეყანა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა ტაილანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე მიიღეს. ერთობლივი შეთანხმების მიხედვით, ე.წ. RCEP-კონტრაქტი მომდევნო წლისთვის გაფორმდება. დოკუმენტი მასშტაბურ და ყოვლისმომცველ რეგიონურ ეკონომიკურ პარტნიორობას ითვალისწინებს.


ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებას არ შეუერთდა და აზიურ სახელმწიფოებთან თავისუფალ ვაჭრობაზე უარი განაცხადა, ინდოეთია. როგორც ინდური მედია იტყობინება, მიზეზად მთავრობის პოზიცია დასახელდა, რომელსაც ქვეყანაში ჩინური პროდუქციისთვის ბაზრის გაღება არ სურს.


ექსპერტების განცხადებით, აზიის ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობა, სახელმწიფოებს დიდ სარგებელს მოუტანს, ყველაზე მეტად კი სარგებელს ისეთი საექსპორტო ეკონომიკური ბაზრები მიიღებენ, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია.



ამასთან, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის გაფორმება მომდევნო წლისთვის არის ჩანიშნული, ზუსტი თარიღი კი ჯერ არ დაკონკრეტებულა.