მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას კორონა ვირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

5e7462f5d60b7
BM.GE
20.03.20 10:28
946
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილა, რომლის გათვალისწინება ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას უშუალოდ ობიექტებზე უნდა მოხდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები. მათი დიდი ნაწილი უკვე სრულდება, თუმცა გარკვული პოზიციები დაზუსტდა დღეს და უკვე ხვალ მიეწოდება შესაბამის კომპანიებს. აღნიშული რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი", - განაცხადა საქართველოს რგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორისთვის გაცნობის მიზნით, ირაკლი ქარსელაძე იმავე დღეს "ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" წარმომადგენლებსაც შეხვდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორისთვის გაცნობას, სამინისტროსთან ერთად, "ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაციაც" უზრუნველყოფს.

"საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ვიმსჯელეთ პერსონალის მოფრთხილების საკითხებზე. ჩვენ დამატებით კონკრეტულ მითითებებს მივიღებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან იმ კუთხით, რაც სპეციფიკურია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დარგი, რომელშიც ჩვენი ასოციაციის წევრები მუშაობენ, არის დარგი, რომელიც დღეს არ ჩერდება და მეტი ინტენსივობით მუშაობს, რათა მაქსიმალურად ნაკლები იყოს უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე შექმნილი ვითარების გამო", - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებულ რეკომენდაციებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების კონტრაქტორი ორგანიზაციები მიიღებენ ელექტრონული ფორმით. სხვა სამშენებლო კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კი უზრუნველყოფს "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაცია".