მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან - კონგრესის წევრებს "კავკასუსთან" დაკავშირებით უკვე კითხვები აქვთ

5f14ae80a6110
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 00:27
3256
აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და კომპანია Neqsol Holding-ის ენერგეტიკული მიმართულების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მეთიუ ბრაიზა BMG-სთან საუბრობს რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას ციფრულ სივრცეში ისეთივე დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია, როგორც თავის დროს, ახალი მილსადენების პროექტმა შეასრულა. რეგიონის ქვეყნების მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი Neqsol Holding-მა “კავკასუს ონლაინისა” და ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის წილები შეიძინა.

ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ ის გაკვირვებულია იმ საკანონმდებლო პროცესით, რომელიც გასული კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში წარიმართა და რომლის შედეგადაც, დაჩქარებული წესით დამტკიცდა კანონი, რაც კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. დაჩქარებულ რეჟიმში, შუაღამით გამართული საკომიტეტო მოსმენები მეთიუ ბრაიზას აზრით საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ნეგატიურად აისახება.

ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან:

- როგორ შეაფასებთ იმ საკანონმდებლო პროცესს, რომელიც გასული კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში წარიმართა?

- ის კანონშემოქმედებითი პროცესი, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ჩემთვის საკმაოდ უცნაურია. შემიძლია ვთქვა, რომ ის განსხვავდება იმ კანონშემოქმედებითი პროცესისგან, რომლის ხილვისთვისაც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. საქართველოს ვაშინგტონში დღემდე კარგი რეპუტაცია აქვს. ის განიხილება ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც პროდასავლური მისწრაფებების მქონეა. ჩემი აზრით საქართველო უკვე იმსახურებს ნატოს წევრობას. შესაბამისად, ეს არის ჩემი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს საკანონმდებლო პროცესი განსხვავებულ იერსახეს ატარებს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ის იყო ნაჩქარევად მიღებული, რადგან საკითხის განხილვა პარლამენტში შუაღამისას ხდებოდა. მეტიც, ეს პროექტი რამდენადაც ვიცი არაკონსტიტუციურადაც შეფასდა. მე არ ვარ ქართული სამართლის სპეციალისტი და დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ ასეთი შეშფოთებაც კი გამოიხატა არსებული ოპერატორების მხრიდან.

- რა გავლენა ექნება ამ პროცესს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე? 

- ეს რა თქმა უნდა დადებით გავლენას არ მოახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე. შესაბამისად, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ განმარტავს თუ რატომ სურთ მათ, რომ ეს ტრანზაქცია გაუქმდეს, იქამდე ეს შემთხვევა დარჩება პრობლემურად. აშშ-სა და ევროკავშირში უკვე სვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა არის რეალური მიზეზი ამ გადაწყვეტილების უკან. როგორც ვიცი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკვე გამოხატეს სურვილი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართონ. შესაბამისად იქნება შესაბამისი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, თუ რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტმა უნდა ახსნას, რატომ იყო ასე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება. რაში მდგომარეობს პრობლემა Neqsol-ის მიერ "კავკასუს ონლაინის" შეძენაში? - იქნებ არსებობს რაიმე ლეგიტიმური მიზეზი ამისთვის და თუ საქართველოს მთავრობა ამას განმარტავს ჩვენ გავიგებთ და საქართველოს ბიზნეს კლიმატიც არ დაზიანდება. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა - მაშინ მთელი ეს ინციდენტი საქართველოს ბიზნეს კლიმატსა და საინვესტიციო მიმზიდველობას შეასუსტებს. როგორც ვიცი, კონგრესის წევრები, რომლებიც საქართველოს მიმართ მხარდაჭერით გამოირჩევიან უკვე სვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა. 

შესაბამისად, ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განმარტონ რატომ შეიქმნა პრობლემა ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. გარიგება როგორც ვიცი უკვე შესრულებულია და Neqsol-მა კავკასუსის წილის შესაძენად $61 მილიონი დოლარი უკვე გადაიხადა. 

- რა არის რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტი? რამდენად დიდია ის და აღიქვამს თუ არა მას რუსეთი კონკურენტ პროექტად?


- ეს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, რის გამოც დავინტერესდი მასში ჩართვით. წლების წინ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ცენტრალური აზია და თურქეთი მე გავიცანი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანის გამო. ისეთმა პროექტებმა, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტები იყო ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსები ევროპულ ბაზარს დაახლოვა. ციფრული რეგიონული ჰაბის პროექტს კი ანალოგიური ფუნქციის შესრულება შეუძლია, ოღონდ უკვე ციფრულ ეპოქაში. 

შესაბამისად, ამ პროექტით ერთმანეთს დაუკავშირდებიან არამარტო აზერბაიჯანი და საქართველო, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც.

რუსეთისთვის ეს პროექტი შეიძლება კონკურენტად განიხილებოდეს. რადგან რუსეთის მთავრობის გაცხადებული მიზანია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რაც შეილება მეტმა ტვირთმა უნდა გაიაროს. ასეთია მათი ენერგეტიკული პოლიტიკა და სავარაუდოდ, ამგვარია მათი მიდგომა ტრანზიტისა და ტვირთების სხვა სახეებზეც."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები