საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ იპოთეკური სეხების სუბსიდირების პროგრამამ ისეთი შედეგი ვერ მოიტანა, რომ დიდი თანხის დახარჯვა ღირდეს. ეს განცხადება მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ. დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა - გაანალიზა თუ არა მთავრობამ რა შედეგი მოიტანა სუბსიდირების პროგრამამ, რომელიც 31 დეკემბერს მთავრდება.
„მაინტერესებს, გაქვთ თუ არა გაკეთებული ანალიზი, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით რა შედეგი მივიღეთ? კარგია, მაგრამ იმხელა შედეგს ვერ იძლევა, რომ ამხელა თანხის დახარჯვა იყოს საჭირო. მე ასე მიმაჩნია, რადგან 20 წელია ამ სექტორში ვმუშაობ", - იკითხა ბეჟან წაქაძემ.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ "იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ იმაზე უკეთესი შედეგი მოიტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - სექტორი არ გაჩერდა".
"სუბსიდიის მიზანი იყო ერთი - ბაზარზე არ მომხდარიყო ისეთი სერიოზული რყევები, რომელიც უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვან ვარდნას მოიტანდა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა მშენებლობების შეჩერებას და ამის რისკები ნამდვილად არსებობდა. შედეგს რაც შეეხება, იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ველოდით. ვფიქრობდით, რომ 500 მლნ ლარის ოდენობის იპოთეკური სესხების გაცემა მოხდებოდა. დღეისთვის კი, მგონი, 760 მლნ ლარის სესხია გაცემული და წლის ბოლომდე 800 მლნ-მდე ავა. ეს იყო სტიმული ეკონომიკაში, მშენებლობები გაგრძელდა და პანდემიის მეორე ტალღამდე ეკონომიკური ზრდის ნიშნები გვქონდა. სწორედ მსგავსმა პროექტებმა გამოიწვია ეს შედეგი. წელს პროექტმა შედეგი გამოიღო, თუმცა მის მუდმივად გაგრძელებას არ ვეთანხმები", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის: იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 1 იანვრამდე მიმართავს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 317 იპოთეკური სესხია დამტკიცებული. თიბისი კაპიტალის ეკონომიკის აღდგენის დინამიკის უახლესი მიმოხილვის მიხედვით კი, 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 37.6%-ია. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშენებლო სექტორის ნაწილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას ითხოვს. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?