მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძის პროგნოზით, სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლები "სერიოზულად დააკლდება"

5e9455b2313af
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 16:21
961
2020 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 271 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ნაწილში გეგმის გადაჭარბება 160 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული შოკის გამო, უკვე აპრილიდან საგადასახადო შემოსავლების საგრძნობი კლება აღინიშნება.

"2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალი შესრულდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მონაცემები, რომლებიც მაქვს სახელმწიფო ხაზინისგან, გვაძლევს საშუალებას, რომ ეს განცხადება გავაკეთოთ. ციფრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტში გახლდათ შემდეგი, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო პირველ კვარტალში შემოსულობების კუთხით 3.465 მილიარდი ლარი, ხოლო მივიღეთ 3.736 მილიარდი ლარი, რაც არის თითქმის 271 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადასახადებშიც თითქმის 160 მილიონით მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში. იყო დაგეგმილი 2,512 და მივიღეთ 2.673 მილიონი. ყველა კუთხით გადასახადების გეგმა შესრულდა, გარდა ერთისა, მცირე დანაკლისი გვაქვს აქციზში. ასევე არის ხარჯების ნაწილშიც, სადაც ხარჯები შესრულებულია, 235 მილიონი ლარით მეტი ხარჯი გასწია ხაზინამ, რისი უფლებაც მათ აქვთ გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან.

ცხადია, მეორე კვარტალში ასეთივე მონაცემების შედეგები ვერ გაგრძელდება. პრობლემები უკვე აშკარად მოჩანს აპრილის თვეში, ჩვენ შემოსავლები გვაკლდება უკვე, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში და პრობლემა ჩამოყალიბდება აშკარად მაისშიც და შემოსავლები სერიოზულად დააკლდება ბიუჯეტს," - ამბობს ირაკლი კოვზანაძე. 

საქართველოს მთავრობა შექმნილი კრიზისული ვითარების საპასუხოდ, მაისში ბიუჯეტის განახლებულ პროექტს წარადგენს.