საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრა, საბჭოს არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა.
შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით გაეროს მთავარი დარგობრივი საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობაზე.
მინისტრმა მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, გააცნო მას ქვეყნის მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის გრძელვადიანი გეგმა, რასაც, ლოიკ ფოშონმა მაღალი შეფასება მისცა.
შეხვედრის მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გააღრმავონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მართვისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი