18.თებერვალი .2020 16:00

ირაკლი შოთაძე კვლავ გენერალური პროკურორია

views 297
უკან

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი შოთაძე კვლავ მთავარ პროკურორად აირჩია.

ფარული კენჭისყრის შედეგად, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გასული წლის 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომას წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა.

შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სწორედ ამის შემდეგ დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მკვეთრ პროტესტს მოყვა ის, რომ შოთაძე გადადგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა