მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI კვლევა: ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებად დასახელდა

610813ad0e1f8
თათია კაკიაშვილი
02.08.21 19:40
391
IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - რომელია საქართველოს ეკონომიკური პარტიორი ქვეყანა, გამოკითხულ რესპონდენტთა პასუხები ასე ნაწილდება: ევროკავშირი - 44%; აშშ - 44%; უკრაინა - 23%; თურქეთი - 22%; აზერბაიჯანი 19%; რუსეთი - 17%; ჩინეთი - 13%; სომხეთი - 4%; ირანი - 2%; არცერთი - 2%; უარი პასუხზე - 5%.

კითხვაზე - ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის (რესპონდენტებს საშუალება ჰქონდათ, რამდენიმე პასუხი შეერჩიათ) - პასუხები ასეთია: რუსეთი - 71%; თურქეთი - 12%; ჩინეთი - 4%; აშშ - 3%; აზერბაიჯანი - 3%; სომხეთი - 3%; ირანი - 2%; ევროკავშირი - 1%-ზე ნაკლები; უკრაინა - 1%-ზე ნაკლები; არცერთი - 3%; უარი პასუხზე - 15%.

ცნობისთვის, IRI-მ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში 2021 წლის 15-30 ივნისს იკვლია. პირისპირ ინტერვიუ ე.წ. შერჩევითი პრინციპით 1500 გამოკითხულს ჩაუტარდა. მათგან ყველა 18 წლის ან მეტისაა და საქართველოს მოქალაქეა.