მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ის რითეილერები, სავაჭრო ცენტრები და ბრენდები, რომლებიც ხელჩაკიდებულები გადაიტანენ ამ პერიოდს, გადარჩებიან"

5ebed3c7cd43c
თამთა ჯიჯავაძე
15.05.20 21:35
1362
როდესაც გარკვეული სექტორები გაიხსნა და გარკვეული არ გაიხსნა, ცოტა ბუნდოვანი იყო, რა პრინციპით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა BMG-ის გადაცემა “ანალიტიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, რაც უფრო მალე გაიხსნება ტანსაცმლის მაღაზიები, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ეს როგორც თავად კომპანიებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.

ამასთან, მაღალაშვილმა განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, – „ჩვენი პრინციპი ერთია, რომ იყოს სამართლიანობა დაცული და ერთად გადავიტანოთ ეს კრიზისი. თუმცა, არის იმის რისკი, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრთან ვერ შევთანხმდეთ, არამარტო ჩვენ, არამედ ნებისმიერი სხვა რითეილერებიც. ერთი რამ ცხადია, ის რითეილერები, სავაჭრო ცენტრები და ბრენდები, რომლებიც ხელჩაკიდებულები გადაიტანენ ამ პერიოდს და რაღაცებს დათმობენ, ისინი გადარჩებიან. ხოლო ის ვინც არა, და არ მოერგება ახალ რეალობას, ისინი ალბათ ვერ გადარჩებიან“, – აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.
მისივე თქმით, გახსნა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაბრუნდება საწყის ნიშნულზე.

„ძალიან რთულია პროგნოზირება, სხვადასხვა ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, მსოფლიო ტანსაცმლის რითეილი დაახლოებით 35%-ს დაკარგავს წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს, რომ ხარჯებიც თუ არ შემცირდა პროპორციულად ან პროპორციულთან მიახლოებით, მაღაზიები და ბიზნესი არ იქნება თვითმყოფადი და რთული იქნება მისთვის ახალ რეალობაში არსებობაში“, – განაცხადა მან.