"ჩვენ, როგორც პატარა ბაზარი, შესაძლოა, ინვესტორებისთვის საინტერესო არ ვიყოთ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებით, ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ხდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე - „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენცია“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ მომდევნო წლებში გავაგრძელებთ როგორც საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირებას, ასევე ახალ სავაჭრო შეთანხმებებზე მუშაობას. ამ კუთხით მიმდინარეობს სამუშაოები ინდოეთთან, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი სამომხმარებლო ბაზარი. დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემიის გამო შეფერხებული პროცესი გაგრძელდება და მოლაპარაკების პირველი რაუნდი წელს გაიმართება. გარდა ამისა, უკვე გადავდგით ნაბიჯი და გაფორმდა მემორანდუმი, რომ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობაზე“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც დასრულებულია და მუშა პროცესია, რომ ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი წელსვე გაიმართოს.
„ამ კვლევებმა აჩვენა ის დადებითი მოლოდინები, რაც შეიძლება მოუტანოს როგორც ერთ, ისე - მეორე მხარეს. არასატარიფო თუ სატარიფო ბარიერების გარეშე ამ ბაზრებთან დამატებითი წვდომა მოგვცემს საშუალებას, რომ მსოფლიო მოსახლეობის 72%-თან წვდომა გვქონდეს. ეს გაუხსნის შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში და გავხდეთ კონკურენტუნარიანები, რათა ამ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით წვდომით უფრო მეტი პროდუქტის წარმოება და დივერსიფიცირება შევძლოთ.
ჩვენ, როგორც პატარა სამომხმარებლო ბაზარი, შეიძლება, არ ვიყოთ საინტერესო ინვესტორებისთვის, მაგრამ ამ შეთანხმებების გაფორმებით, ქვეყანა ხდება კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ამდენად, მაშინ, როცა დიდი ქვეყნების ეკონომიკები ვერ ვაჭრობენ ამ ბაზრებთან, ჩვენ შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აქ აწარმოონ პროდუქტი, გააკეთონ თავიანთი წარმოება და ინვესტიციების დივერსიფიცირება, რათა შემდეგ ამ ბაზრებზე გვქონდეს წვდომა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება