23.სექტემბერი .2021 18:37

ისრაელში აუცრელი პედაგოგები 3 ოქტომბრიდან მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ

ისრაელში აუცრელი პედაგოგები 3 ოქტომბრიდან მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ
views 320
უკან

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აუცრელი პედაგოგები, ასევე ის მასწავლებლები, ვინც კორონავირუსი ახლახანს გადაიტანა, თუმცა უარს აცხადებენ კოვიდ-ტესტის გაკეთებაზე, 3 ოქტომბრიდან მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ და შესაბამისად ანაზღაურებაც შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნაჩმან ეშმა თქვა, რომ არავაქცინირებული პირები მძიმე ტვირთად აწვება ისრაელის ჰოსპიტალურ სისტემას. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოებში სასუნთქი ვენტილატორების მწვავე ნაკლებობა დაფიქსირდა.

„სასუნთქი ვენტილატორების გარდა, ჰოსპიტალური სექტორი პერსონალის ნაკლებობასაც განიცდის, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში. ჩვენ ვახერხებთ, ყველა პაციენტს მოვუძებნოთ ადგილი საავადმყოფოში, მაგრამ თუ ინფიცირების რაოდენობა მოიმატებს მდგომარეობა დამძიმდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის 6 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო ერთი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, 3.12 მილიონმა კი ბუსტერი დოზა, თუმცა დაახლოებით 900,000 მოქალაქეს ვაქცინის არცერთი დოზა მიუღია ამ დრომდე.