მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა

5db45a4b9f392
მარიამ ადამია
26.10.19 20:00
2251
ისრაელში ქართველების ლეგალურად დასაქმების მიზნით, მთავრობებს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც ივლისში უნდა დაწყებულიყო, ჯერ არ დაწყებულა, ამის შესახებ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ, Bm.ge-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს აქტიურად ისრაელთან, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოიყოს სამუშაო კვოტები.

„ბოლო 8 თვის განმავლობაში, ისრაელში 2-ჯერ ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამჟამად მიმდინარეობს კოალიციის შექმნის პროცესი. ვფიქრობთ, როგორც კი დასრულდება მთავრობის ჩამოყალიბება, გააქტიურდება ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების საკითხი. ჩვენ მზად ვართ კვლავ აქტიურად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა, გამოიყოს სამუშაო კვოტები. გვჯერა, რომ ამას მივაღწევთ,“ - აღნიშა იციკ მოშემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 8 ივლისს დადგენილება გამოსცა, რომელიც ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის, დიპლომატიური ნოტების გაცვლის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმების მიზნით, თუმცა დღემდე არანაირი ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ აღნიშა, ისრაელში ამჟამად მოთხოვნა ორი ტიპის სამუშაო ადგილზეა - სასტუმრო ინდუსტრიაში და სამშენებლო სექტორში. მისივე განმარტებით, ქართველების დასაქმება სწორედ ამ ორი მიმართულებით იქნება შესაძლებელი. თუმცა როდის განახლდება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.