მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია ბარების და რესტორნების გახსნის პროცესს აჩქარებს

5ebbc4fd49bfc
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.20 14:48
863
იტალია ბარების, რესტორნების და სილამაზის სალონების გაღების პროცესს აჩქარებს. ობიექტების გახსნა 18 მაისიდან იგეგმება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია www.thelocal.it იუწყება.

რეგიონალურ ხელისუფლებებს მიენიჭათ უფლებამოსილება, მოხსნან ბიზნესზე არსებული შეზღუდვები, რომელიც თავდაპირველად 1-ელ ივნისს უნდა მოხსნილიყო.

18 მაისიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ საცალო მოვაჭრეები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

დაწესებულებებმა გახსნის წინ უნდა მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რესტორნებში კი მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს ორი მეტრი. აუცილებელი ნორმაა შენობის ყოველდღიური დეზინფექცია, სანიტაიზერები ყველა რესტორანში და ოფიციანტებისთვის ნიღბები და ხელთათმანები.

ხელისუფლების განცხადებით, იტოვებენ უფლებას, რომ ინფექციის გავრცელების ზრდის შემთხვევაში, კვლავაც დააწესონ შეზღუდვები.