მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ რუს ოლიგარქებს €2 მილიარდის აქტივები გაუყინა

64a41c52e4f0e
გიორგი თოლორდავა
04.07.23 18:00
449
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქებს და კრემლთან დააკავშირებულ პირებს 2 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა.

გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, საკუთარ აქტივებთან წვდომა შეეზღუდა 80 პირს, მათი უდიდესი ნაწილი კი წარმოშობით რუსი იყო.

იტალიის ცენტრალური ბანკის განმარტებით, გაყინულია როგორც რუსი ოლიგარქების საბანკო და საბროკერო ანგარიშები, ასევე მათი აქტივები, კერძოდ, სახლები, იახტები, ავტომობილები და თვითმფრინავები.

ზუსტად რა ბედი ეწევა გაყინულ აქტივებს, ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები