მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანქციების დარღვევა, გამოძიება და აქციების ვარდნა – რა სჭირს Brunello Cucinelli-ს?

brunello

იტალიური მოდის სახლი Brunello Cucinelli რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშეა: ბირჟაზე კომპანიის აქციები ეცემა, ფინანსურმა მარეგულირებელმა გამოძიება დაიწყო და მას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

Brunello Cucinelli-სთვის „შავი პარასკევი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც კვლევითმა ორგანიზაცია Morpheus Research-მა მის წინააღმდეგ ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანია რუსი მომხმარებლებისთვის სერვისის გაწევასთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებდა და აქტიურად არღვევდა ევროკავშირის სანქციებს, რაც რუსებისთვის ძვირად ღირებული ნივთების მიყიდვას კრძალავს.

გარდა ამისა, Morpheus Research-მა წარმოადგინა დამადასტურებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში Brunello Cucinelli-ის მაღაზიები დახურული არ იყო და ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა, რაც ინვესტორებისთვის ნათქვამ ტყუილს წარმოადგენს, რადგან კომპანიამ განაცხადა, რომ ის 2023 წელს ის რუსეთიდან გავიდა.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, იტალიის ფინანსური სექტორის მარეგულირებელმა ორგანომ Brunello Cucinelli-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თუ დადგინდა, რომ კომპანია ევროკავშირის სანქციებს მართლაც არღვევდა, მაშინ მას შეიძლება რამდენიმე მილიონის ჯარიმა დაეკისროს.

ნეგატიური სიახლეების გავრცელების ფონზე, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების შეფასება 24%-ით დაეცა.

თავად კომპანია 1978 წელს არის დაფუძნებული და ის მაღალი ხარისხის, ძვირად ღირებული პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული, რომლის საბაზრო შეფასება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები