მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია კორონავირუსზე ვაქცინაციის დაწყებას 2021 წლის I კვარტალში გეგმავს

5fc789b9c56ac
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.20 18:00
628
იტალია კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას 2021 წლის პირველ კვარტალში გეგმავს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანზას განაცხადებით, ვაქცინაცია უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სპერანზას თქმით, ვაქცინაციაზე პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალსა და ხანდაზმულებს მიენიჭებათ.

გამოცემის მიხედვით, იტალიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა მწარმოებლებისგან ვაქცინის 202 მილიონი დოზა შეიძინოს.

შეგახსენებთ: იტალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალდა. დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1,62 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 56 361 ლეტალური აღმოჩნდა.