მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანის ხარჯებს მთავრობა დაფარავს

5e62352700821
ინგა მურუსიძე
06.03.20 15:35
7223
იტალიიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს ორგანიზებულად, ერთად ჩამოვიყვანთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიაში ფრენების შეწყვეტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობს და გადაწყვეტილება, თუ რომელი ავიაკომპანიით და რა ფორმით მოხდება მოქალაქეების ჩამოყვანა.

„პრემიერის თაოსნობით შექმნილის შტაბი, რომელიც მსჯელობს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე. პირდაპირი ფრენები დროებით შევაჩერეთ იტალიასთან, ვინაიდან იტალია მიეკუთვნება მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჯგუფს. ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტი არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარე, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და ის სტუმრები, რომლებიც დღეს გვსტუმრობენ, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ამიტომ გადაწყვეტილება ძალიან დროულია“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობას იმედი აქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კორონავირუსის მიერ გამოწვეული საფრთხე შემცირდება ან საერთოდ განულდება და როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, პირდაპირი ფრენების აღდგენა დაიწყება.

„პირდაპირი ფრენები არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც აპირებდა გამოფრენას პირდაპირი რეისით საქართველოში, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ თვალსაზრისით, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა და ამასთან დაკავშირებით ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო“, - განაცხადა თურნავამ.