იტალიიდან ჩარტერული რეისით ჩამოყვანილი საქართველოს 97 მოქალაქე წყალტუბოს საკარანტინე ზონაშია მოთავსებული და ისინი 14-დღიან საკარანტინე პერიოდს ერთ-ერთ სასტუმროში გაივლიან.
tv "პირველის" ცნობით, წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინე ზონა განთავსდა, სადაც იტალიიდან ჩამოყავნილი მოქალაქეების ნაწილი გადაიყვანეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თეა გახოკიძე ამბობს, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
„97 პაციენტი არის შემოყვანილი, ცალ-ცალკე არიან ეს მოქალაქეები განთავსებულები, იზოლირებულად ოთახებში. ამ დროისთვის არც ერთს მოქალაქეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან 3-ჯერადი კვებით სასტუმროში. თუ რომელიმეს სიმპტომი გამოუმჟღვანდა, მათ კატასტროფის მანქანა გადაიყვანს“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსნებთ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გუშინ იტალიიდან 2 ჩარტერული რეისი შესრულდა, რომელმაც საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანა. მათგან შვიდს სიცხე დაუფიქსირდა, ამიტომ ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები საკარანტინე ზონებში გადაანაწილეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი