11.მარტი .2020 11:30

იტალიიდან ჩამოყვანილი 97 მოქალაქე საკარანტინე პერიოდს Legends Tskaltubo Spa Resort-ში გაატარებს

views 2319
უკან

იტალიიდან ჩარტერული რეისით ჩამოყვანილი საქართველოს 97 მოქალაქე წყალტუბოს საკარანტინე ზონაშია მოთავსებული და ისინი 14-დღიან საკარანტინე პერიოდს ერთ-ერთ სასტუმროში გაივლიან.

tv  "პირველის" ცნობით, წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინე ზონა განთავსდა, სადაც იტალიიდან ჩამოყავნილი მოქალაქეების ნაწილი გადაიყვანეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თეა გახოკიძე ამბობს, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„97 პაციენტი არის შემოყვანილი, ცალ-ცალკე არიან ეს მოქალაქეები განთავსებულები, იზოლირებულად ოთახებში. ამ დროისთვის არც ერთს მოქალაქეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან 3-ჯერადი კვებით სასტუმროში. თუ რომელიმეს სიმპტომი გამოუმჟღვანდა, მათ კატასტროფის მანქანა გადაიყვანს“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსნებთ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გუშინ იტალიიდან 2 ჩარტერული რეისი შესრულდა, რომელმაც  საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანა. მათგან შვიდს სიცხე დაუფიქსირდა, ამიტომ ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები საკარანტინე ზონებში გადაანაწილეს.

"იტალიიდან ჩამოყვანილი ყველა ადამიანი კარანტინში გადავა-სივრცეებს ეკონომიკის სამინისტრო უზუნველყოფს"

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა