საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის თვის ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წინა თვეში საქართველოში სულ 385 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. გზავნილების შემცირების უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებაა. წინა თვეში რუსეთიდან სულ 155 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 51%-ით ნაკლებია.
სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სულ ფულადი გზავნილების ნაკადები მაისის განმავლობაში ასეთი იყო:
1) რუსეთის ფედერაცია - 155 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -51% 2) იტალია - 44 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20% 3) აშშ - 38 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 38% 4) საბერძნეთი - 21 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5% 5) ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4% 6) გერმანია - 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 48% 7) ისრაელი - 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 13% 8) თურქეთი - 15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 80% 9) ესპანეთი - 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 10% 10) საფრანგეთი - 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 24% 11) ყირგიზეთი - 5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21% 12) გაერთიანებული სამეფო - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 41% 13) ირლანდია - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110% 14) აზერბაიჯანი - 3.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20% 15) პოლონეთი - 2.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -27% 16) კანადა - 2.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16% 17) ერაყი - 2.0 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 391% 18) კვიპროსი - 1.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 21% 19) სომხეთი - 1.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 10% 20) ტაჯიკეთი - 1.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -13%.
2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.9 მლნ აშშ დოლარი (78.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.9%-ით მეტია.