მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინა პანდემიის დასასრულის მთავარი გასაღებია

6051f36f5c40a
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.21 22:05
707
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანზას განცხადებით, ისინი გააგრძელებენ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას, როგორც კი ევროპის წამლის სააგენტო საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯანდავის მინისტრის თქმით, ვაქცინა კორონავირუსის პანდემიის დასასრულის ერთადერთი მთავარი გასაღებია.

„იმედი გვაქვს, რომ ევროპის წამლის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. ჩვენ გვაქვს უდიდესი რწმენა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მალე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით გაგრძელდება“, - განაცხადა სპერანზამ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გუშინ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკების ზრდის საკითხის შესწავლას ევროპის წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებენ და საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

WHO აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე - უარყოფითი.