მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში იმპორტი 17.2%-ით შემცირდა

5f0c0c1f29691
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.20 11:50
900
ივნისში საქართველოს მიერ იმპორტირებული საქონლის მოცულობა 17.2%-ით შემცირდა და მან  $576.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით $120.1 მილიონით ნაკლებია. 

რაც შეეხება ექსპორტს, ის $266.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით $40.3 მილიონით (13.1%-ით) ნაკლები იყო. 

ჯამურად იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი $1.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3.56 მილიარდი აშშ დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში $2 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.