მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იხილეთ მსოფლიოში ტოპ-10 ყველაზე ძვირიანი ქალაქი

5fdb4b762f19b
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 00:00
1663
ანალიტიკურმა კომპანია ECA International-მა ყველაზე ძვირიანი ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ჩამონათვალის სათავეში ჰონგ-კონგია, მეორე ადგილზეა - ტოკიო, ხოლო მესამეზე - ნიუ იორკი.

ანალიტიკურმა კომპანიამ ყველაზე ძვირიანი ქალაქების ჩამონათვალის შედგენისას ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, როგორიც არის სამომხმარებლო კალათით გათვალისწინებილი პროდუქტების ფასი, საწვავის ღირებულება, ბინის ქირა, ჭიქა ყავის ფასი კაფეში და ასევე 100 გრამი შოკოლადის ღირებულება.

მაგალითად, 100 გრ. შოკოლადი ლონდონში საშუალოდ 1.58 ფუნტი სტერლინგი ღირს, ნიუ-იორკში - 2.79 ფუნტი სტერლინგი, სიდნეიში 2.00 ფუნტი სტერლინგი.

1 ლიტრი რძე ლონდონში 1.16 ფუნტი სტერლინგი ღირს, ნიუ-იორკში - 1.89 ფუნტი სტერლინგი, ჰონგ-კონგში - 3.19 ფუნტი სტერლინგი, სიდნეში - 1.14 ფუნტი სტერლინგი.

ჭიქა ყავას ლონდონში 2.84 ფუნტ სტერლინად დალევთ, ნიუ-იორკში - 3.62 ფუნტ სტერლინგად, ჰონგ-კონგში - 3.80 ფუნტ სტერლინგად, ხოლო სიდნეიში - 2.65 ფუნტ სტერლინგად.

ECA International-ის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი ქალაქების ჩამონათვალში, მეექვსე ადგილს ლონდონი იკავებს, რომელიც ევროპის მასშტაბით მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებად ციურიხი და ჟენევა დასახელდა. აღნიშნული ქალაქები მსოფლიოს მასშტაბით სიძვირის მხრივ მე-4 და მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო მე-12 აგილზეა კოპენჰაგენი, მე-13-ზე - ბერნი, 29-ზე - პარიზი, დუბლინი - 37-ზე, ჰელსინკი - 44-ზე, მიუნხენი - 48-ზე.

მსოფლიოს TOP-10 ყველაზე ძვირიანი ქალაქი შემდეგია:

1. ჰონგ-კონგი
2. ტოკიო
3. ნიუ-იორკი
4. ჟენევა
5. ციურიხი
6. ლონდონი
7. თელავივი
8. სეული
9. სან-ფრანცისკო
10. იოკოჰამა