მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯანდაცვის მინისტრი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, რომ სიმწრით შეგროვილ ბიუჯეტში ვიღაცამ ხელი არ ჩაყოს”

627bb246a2c60
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.22 16:54
1079
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენისას ზურაბ აზარაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 30% სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯია. მან მინისტრს უთხრა, რომ ბიუჯეტის მართვისას სიფრთხილეა საჭირო.

„ქვეყნის ბიუჯეტის 30%-ს თქვენი სამინისტრო ხარჯავს. ეს ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხმარდება, მაგრამ ძალიან ფრთხილი და ძლიერი უნდა იყოს მინისტრი, რომ ამ სიმწრით შეგროვილ ბიუჯეტში ვიღაცამ ხელი არ ჩაყოს. თქვენ ძალიან კარგად დაიწყეთ და კარგად აქცევთ ამას ყურადღებას და ამიტომ მაინტერესებს ამ კუთხით რა მიმართულებებში მიმდინარეობს დღეს მუშაობა და რას გეგმავთ?“, - მიმართა ბეჟან წაქაძემ ჯანდაცვის მინისტრს.