მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში მიმდინარე კვირაში შემოვა

624ad2055bae8
მარიამ ვარადაშვილი
04.04.22 15:14
533
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის წარმოების ვაქცინების ახალ პარტიას მიმდინარე კვირაში შემოიტანენ.

BMG-ის კითხვის მიუხედავად, აზარაშვილს დოზების ოდენობა არ დაუსახელებია. ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინების წინა პარტიას ვადა 31 მარტს გაუვიდა. 

რაც შეეხება ვაქცინაციის დონეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 4 აპრილის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 1 257 304 ადამიანი, რაც მოზრდი მოსახლეობის თითქმის 44%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 9 ადამიანი აიცრა.