მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემოწმების უფლებას სასამართლოს ნებართვის გარეშე ითხოვს - ინიციატივა

64831f3f876db
BM.GE
09.06.23 17:29
300
“საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის აღსრულების შესაძლებლობის გაუმჯობესებაა“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

„კანონპროექტის თანახმად რეგულირების სააგენტოს ეძლევა მეტად ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. მსგავსი პრეცედენტი არსებობს შრომის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში . ასევე, მთელი რიგი სხვა უწყებები აღჭურვილები არიან ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება პაციენტის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კლინიკაში, შესამომწმებლად შესვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება. საკითხი უკვე განხილულია 2020 წელს, თუმცა მაშინ ცვლილებები არ მიიღეს. როგორც ჩანს, პარლამენტი ახლა ამ საკითხს მიუბრუნდა. შესაბამისი ცვლილებები შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში.

ინიციატივას ჯანდაცვის სექტორი მკაცრად აკრიტიკებს.