03.იანვარი .2022 12:24

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო
views 5486
უკან

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. როგორც bm.ge-სთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე აღარაა გიორგი წოწკოლაური.  

აღნიშნული bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს, მაგრამ არ აკონკრეტებენ, თანამდებობა მან თავისი ნებით დატოვა, თუ ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გაათავისუფლა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი წოწკოლაურს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი გიორგი წოწკოლაურს 2018 წლის სექტემბრიდან ეკავა.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დანარჩენი მოადგილეები პოსტებზე რჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა