მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანიაშვილი - UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოსთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

60be0b93478c8
BM.GE
07.06.21 16:04
437
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს 4 წლით საბჭოს წევრად არჩევას ქვეყნის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრობა ქვეყნისთვის და ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ყველა წამყვანი ტურისტული ქვეყანაა გაერთიანებული, თუმცა აღმასრულებელ საბჭოში წარმოდგენილია 35 ქვეყანა. საბჭო წარმოადგენს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მმართველ ორგანოს და განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკას მსოფლიოში.

ეს არის მსოფლიოს ტურისტულად წამყვანი ქვეყნების მხრიდან აღიარება, რომ საქართველო ღირსია იყოს საბჭოს წევრი და მონაწილეობა მიიღოს ტურიზმის დაგეგმვის მიმართულებით გლობალურ პროცესში, ასევე ერთის მხრივ მიიღოს გამოცდილება და მეორეს მხრივ საქართველომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მსოფლიოს. ეს არის ქვეყნისთვის და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი.

საბჭოს წევრობით ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას წარმოვადგენთ, რაც ქვეყნისთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხიმგებლობაა, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს 4 წელი საქართველოსთვის და გავიზიაროთ გამოცდილებები. როგორც იცით პანდემიამ ტურიზმი მთელ მსოფლიოში დააზარალა და ახლა მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, შეჯერებული ხედვა მთელ მსოფლიოში თუ როგორ მოხდეს ტურიზმის სექტორის აღდგენა და წინსვლა“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.