მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა

6438ff82148f8
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.23 13:06
1246
ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმი პანდემიამდელ - 2019 წელთან შედარებით 95.8%-ით აღდგა, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს კი 83.8%-ით აღემატებოდა. იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული 854 332 ვიზიტიდან თითქმის მეოთხედი რუსეთზე მოდიოდა.

ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის ისეთი მიმართულებებზე აქცენტის გაკეთებაა მნიშვნელოვანია, საიდანაც საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი შემოვა. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული ბაზარი ევროკავშირია. აქედან გამომდინარე, BM.GE დაინტერესდა - როგორია ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურიზმის აღდგენის ტენდენცია.

აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებით, TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც ამ პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა მოხვდა - პოლონეთი და გერმანია. პოლონეთის შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან ვიზიტორების შემოსვლის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით არამხოლოდ აღდგა, არამედ 44.1%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს. რაც შეეხება გერმანიას, ამ შემთხვევაში მიმდინარე წლის რიცხვები, პანდემიამდელ პერიოდის ნიშნულს 1.3%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, სწორედ ეს მიმართულებები იკავებენ ლიდერ პოზიციებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორებმა ჯამურად 54 683 ვიზიტი განახორციელეს, რაც პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.5%-ით აღემატება, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში ვიზიტების რიცხვი 53.5%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში შესრულებული ვიზიტების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:

1. პოლონეთი - 10 122;
2. გერმანია - 7 429;
3. გაერთიანებული სამეფო - 5 298*;
4. საფრანგეთი - 3 425;
5. ლიეტუვა - 3 259;
6. ლატვია - 3 219;
7. საბერძნეთი - 3 142;
8. იტალია - 2 598;
9. ბულგარეთი - 1 881;
10. ჩეხეთი - 1 827.

აღსანიშნია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით ყველაზე კარგად ლუქსემბურგიდან აღდგა, საიდანაც სულ 61 ვიზიტი განხორციელდა, თუმცა პანდემიურ წელთან შედარებით ზრდა 79.4%-ია; ზრდა ფიქსირდება ასევე პოლონეთიდან 44.1%-ით და კვიპროსიდან, საიდანაც 503 ვიზიტი შესრულდა და 2019 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით გადააჭარბა.

შენიშვნა* - გაერთიანებული სამეფოს მიერ 2020 წლიდან ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მიმართულებიდან განხორციელებული ვიზიტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალში აღრიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები