მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი" მედიის წარმომადგენლებს მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს

5e85fc8c39638
ინგა მურუსიძე
02.04.20 19:17
645
„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს.

„ვაფასებთ ყველა იმ მედიის წარმომადგენლის საქმიანობას, რომელთაც ვირუსის უშუალო გავრცელების არეალში მუშაობა ხშირად უწევთ. დარწმუნებული ვართ, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და ხელისუფლება დღეს აქტიურად ზრუნავენ ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გვსურს, მათი საქმიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენც გამოვხატოთ.

ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში გააზრებული აქვს კომპანიის დღევანდელი როლი და მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში, აქტიურად აშუქებს ჩვენი დასაქმებული ათასობით მაღაროელისა თუ მეტალურგის საქმიანობას და აფასებს მათ შრომას.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კომპანიას არცერთ ეტაპზე საქმიანობა არ შეუჩერებია, შეუფერხებლად ქმნის იმ დოვლათს, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქართული წარმოების რესპირატორები კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგა და დღეს დასაქმებულები საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობენ.
ვცდილობთ, შევინარჩუნოთ წარმოების უწყვეტი ციკლი, დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები, ქართული ეკონომიკა და სახელმწიფოს ინტერესები.

გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო მალე გაუმკლავდება ყველა იმ რთულ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: მედიის წარმომადგენლები, ვისაც დღეს რესპირატორების გარეშე უწევთ მუშაობა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წინადადებით დაინტერესდნენ, უნდა დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:
+(995)551742323
+(995) 555 934 934