11.აპრილი .2020 14:09

"ჯორჯიან მანგანეზმა" საჩხერის ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები განახორციელა

views 714
უკან

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საჩხერის ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები განახორციელა.

ქუჩების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურმა ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში უკვე განახორციელა, ასევე კომპანიამ სამუშაოები ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზეც ჩაატარა.

კომპანია კორონავირუსის წინააღმდეგ ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს სამომავლოდ კვლავ განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა