მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზმა" ზესტაფონში ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩაატარა

5e8ee127b76c7
BM.GE
09.04.20 12:44
883
„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ ზესტაფონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

ქუჩების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ხორციელდება და ამისთვის კომპანიის დასუფთავების სამსახურიდან, ჯამში, 10-კაციანი ბრიგადა გამოიყო.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც არიან ჩართულები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურმა ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჭიათურაშიც განახორციელა. კომპანია სამომავლოდაც გეგმავს ანალოგიური პრევენციული ღონისძიების გატარებას.
ვასილ გველესიანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი:

„მეამაყება ის, რაც ჩემს ქალაქში ხდება და, ასევე, მეამაყება ის, რომ იმ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, ვინც ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით უდგება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს და, აგრეთვე, იმ სოციალურ პროექტებს, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ.

სადეზინფექციო ხსნარებით ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ემსახურება იმას, რომ როგორც ქვეყანაში, ისე ზესტაფონში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას მაქსიმალურად შევეცადოთ “.

გიორგი ჩხეიძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი:

„ჯორჯიან მანგანეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს ზესტაფონშიც ახორციელებს. ჩვენ საჭირო სპეცტექნიკა და სპეციალურად გამოყოფილი ბრიგადა მობილიზებული გვყავს, რათა სამუშაოები ხარისხიანად ვაწარმოოთ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს “.