მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ®

61cc1d001d0aa
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.21 12:43
459
“ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მხარეებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ. ერთობლივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

კოლექტიური შეთანხმება 2022 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, ხოლო კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც პროფკავშირების წევრები არიან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ბენეფიტებით ისარგებლებენ.

კოლექტიური შეთანხმების თანახმად, სახელფასო ანაზღაურება ყოველი წლის დასაწყისში ინდექსაციით განისაზღვრება. ასევე, წელიწადში 4-ჯერ გაიცემა ფულადი პრემია 50 ლარის ოდენობით შემდეგ დღესასწაულებზე: შობა, აღდგომა, მაღაროელის დღეს, 23-ი ნოემბერი (გიორგობა). ამასთან, ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით გაიცემა დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევსი გარდაცვალებასთან დაკავშირებებით. პრემიასთან ერთად ასევე, კომპანია თანამშრომელს ჩუქნის დამატებით დასვენებას - 6 კალენდარულ დღე. კომპანია დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომელს 60 კალენდარულ დღეს აუნაზღაურებს.

შეთანხმება ითვალისწინებს, ღამის საათების ანაზღაურებას 1.2 კოეფიციენტით, ზეგანაკვეთური საათების - 1.3 კოეფიციენტით და უქმე დღეებში - 1.25 კოეფიციენტით.

“პანდემიით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ 2021 წელი მაქსიმალურად გამოიყენა იმისათის, რომ დასაქმებულთა შრომითი პირობები გაეუმჯობესებინა, აღნიშნული კოლექტიური შეთანხმებაც ამის დადასტურებაა. იმედი გვაქვს, რომ პროფკავშირებში ყველა თანამშრომელი გაწევრიანდება და კომპანიაში დასაქმებულები სრულად ისარგებლებენ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდექსაცია, სამომხმარებლო ფასების ცვლილების პირადპირპროპორციულად დასაქმებულის ანაზღაურების ცვლილებისა, იმსათვის, რომ სამომავლოდ ფულის გაუფასურება ტვირთად არ დააწვეთ ჩვენს თანამშრომლებს“, - განაცხადა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

“ჯორჯიან მანგანეზში” 5 600 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო პროფკავშირებში 3 825 მათგანია გაწევრიანებული.