მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan-ის საინვესტიციო ბანკინგის ხელმძღვანელი, კარლოს ერნანდესი პენსიაზე გადის

634e5ef3d5c31
გიორგი არონია
19.10.22 00:30
880

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის საინვესტიციო ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი, კარლოს ერნანდესი მომავალ წელს პენსიაზე გავა, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

ერნანდესი, რომელსაც JPMorgan-ში ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა, კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის უახლესი გარემოცვის წევრად ითვლება.

სამოცდაერთი წლის ერნანდესი JPMorgan Chase-ს ჯერ კიდევ 1986 წელს შეუერთდა, როცა ბანკი გაცილებით უფრო მცირე ზომის იყო და საერთოდ სხვა სახელი ჰქონდა - Morgan Guaranty Trust-ი. იმ დროს, MGT-ი შედარებით მცირე ზომის საინვესტიციო ბანკი იყო, რომელსაც დიდ მოთამაშედ გადაქცევა სურდა - ამ პროცესში, კარლოს ერნანდესმა დიდი როლი ითამაშა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ JPMorgan-ის მიერ 2008 წლის ფინანსური კრიზისის მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად გადალახვაც სწორედ ერნანდესს უკავშირდება - Washington Mutual-ის შესყიდვის შემდეგ კომპანიის აქციების გაყიდვის იდეა, რომელმაც კომპანიას $11.5 მილიარდი მოუტანა, სწორედ მისია.