თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული ინიციატივით, რომელიც K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის ეტაპობრივ გადახდას მოიცავს, მუნიციპალიტეტი 5-6 მლნ ლარის მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ხმალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიცე-მერმა განმარტა, რომ წლების განმავლობაში ვერც მერია იღებდა ამ მოსაკრებლით გათვალისწინებულ თანხებს და ვერც კომპანიები აგრძელებდნენ პროექტებს დავალიანების გამო.
„დღეს რამდენიმე ობიექტი გაჩერებულია და სამუშაოები ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის K2-ის მოსაკრებლის დაგროვილი დავალიანება. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ამ ინიციატივას მიიღებს, გარკევულ პერიოდში სამშენებლო კომპანიებისთვის ამ დავალიანების განწილვადების შესაძლებლობა გვექნება, რაც პირობადებული განწილვადება იქნება. ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა და ისინი მშენებლობების განახლებას შეძლებენ. ის ადამიანები კი, რომლებიც თავის საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს ელიან, რაღაც პერიოდში დაკმაყოფილდებიან და კუთვნილ ქონებას მიიღებენ.
კომპანიების რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა დაახლოებით 5-6 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი გარკვეულ პერიოდში. ეს დავალიანება ფურცელზე ჩანს, თუმცა ვერავინ იხდის, რადგან გადახდის მოდელი - ერთიანი გადახდაა, ამის საშუალება კი არ აქვთ, შედეგად ვერც მუნიციპალიტეტი იღებს ამ თანხას და ვერც კომპანიები ნებართვის განახლებას ვერ ახერხებენ“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი