მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების დეფიციტია, მუშის აყვანა ძალიან ჭირს - „ფერმერთა ასოციაცია“

618e3fdb233a6
ინგა მურუსიძე
12.11.21 19:22
735
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი პანდემიის პერიოდში ფერმერებისთვის შექმნილ გამოწვევებზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომელიც მათ პოსტპანდემიურ პერიოდში შეექმნათ.

„პოსტპანდემიურ პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო შეცვლილია, ფასები გაზრდილია კატასტროფულად მათ შორის მუშახელზე. კადრების დეფიციტია არა მხოლოდ კვალიფიციურის, არამედ უბრალოდ მუშა რომ აიყვანო, ეგეც ჭირს“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდში შექმნილ პრობლემებს, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს:

„გასული წლის მარტის ბოლოს, როგორც კი პრობლემები შეიქმნა, ჩავატარეთ სწრაფი კვლევა, რომ ოპერატიულად გვეპასუხა გამოწვევებისთვის, რომელიც მაშინ დადგა. ფერმერებისთვის პირველ რიგში პრობლემები დადგა გადაადგილებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობა ვერ გაჩერდებოდა და ფერმერების უმრავლესობა ამ ნაწილში დახმარებას ითხოვდა. ცხელი ხაზი შეფერხებით მუშაობდა, ამიტომ პირადი კონტაქტებით გვიწევდა გარკვეული საკითხების მოგვარება. შემდგომ ეტაპზე ეს საკითხი შედარებით გამოსწორდა, რეგიონების და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა მეტი იყო და საკითხიც შედარებით მოგვარდა.

მეორე პრობლემა, რაც იდგა, დგას და მომავალშიც იქნება, ფინანსური ხელმისაწვდომობაა, თუმცა ეს საკითხი ალბათ ჩასაშლელია. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ბევრი პროგრამაა, სოფლის მეურნეობის კუთხით, თუმცა თუ ვსაუბრობთ მიკრობიზნესზე, გეტყვით, რომ იაფი აგროსესხი 20 ათასს ქვემოთ არ გაიცემა. მეორე პრობლემაა გირაოს კუთხით პრობლემები და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობა. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხს წამოეწია გასაღების პრობლემა. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, რომ ფერმერები დაგვეკავშირებინა სუპერმარკეტებთან, ონლაინ ვაჭრობებთან და ა.შ., რომ დავხმარებოდით ამ ხალხს“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.